ფეხბურთი

2:27 | 3.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

რუდი გარსია: "კვარამ აჩვენა, თუ რამდენად დიდი განსხვავების შექმნა შეუძლია"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ „ლაციოსთან“ მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ქართველი ფეხბურთელი 90 წუთის სათამაშოდ მზად არ იყო და ამიტომაც შეცვალა.

„კვარამ თამაში ძალიან კარგად დაიწყო, შემდეგ მეორე ტაიმში გუნდივით გაითიშა და სახიფათო ბურთები დაკარგა. ვიცოდით, რომ მას 90 წუთი თამაში არ შეეძლო, კმაყოფილი ვარ, რადგან აჩვენა, თუ რამდენად დიდი განსხვავების შექმნა შეუძლია. მას არ გაუმართლა შეტევის დასრულების ფაზაში, მისი პირველი ტაიმი მომეწონა.

იმედი მაქვს, რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ ყველა 100%-ით მზად დაბრუნდება, რადგან დაიწყება მარათონი, როდესაც მოკლე პერიოდში 7 მატჩი გველოდება“, - თქვა გარსიამ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ორ შეხვედრაში 1 საგოლე პასი აქვს მითვლილი. „ნაპოლი“ სამი ტურის შემდეგ 6 ქულით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 16 სექტემბერს, სტუმრად „ჯენოას“ დაუპირისპირდება.

0.112981