ფეხბურთი

23:35 | 2.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩამბას ეფექტი

2 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 24-ე ტურის სამი მატჩი გაიმართა. გვიან შეხვედრაში „დილამ“ „სამტრედიასთან“ 1:3 წააგო. სამტრედიელები გასავარდნ ზონაში არიან და უკვე მიჯრით მესამე მატჩია აღარ აგებენ.
„დილა“ 40 ქულით მეოთხე ადგილზეა, 16- ქულიანი „სამტრედია“ კი ბოლოსწინა, მეცხრე პოზიციაზე.

„საბურთალომ“ „გაგრა“ 5:0 გაანადგურა. ჰეთ-თრიქი შეასრულა ყოფილმა სამტრედიელმა, საბუთალოელთა 25 წლის კამერუნელმა, სირილ ჩამბამ. თითოც ოთარ მამაგეიშვილმა და გიორგი ჯინჯოლავამ გაიტანეს.

„საბურთალომ“ 45 ქულა მოაგროვა და ცხრილში მესამეა, „გაგრამ“ კი მიჯრით მეოთხე შეხვედრა წააგო და 18 ქულით მერვე ადგილზეა.

მეორე ტაიმის დასაწყისისთვის თბილისის „დინამო“ აუტსაიდერ „შუქურასთან“ 0:2 აგებდა, მაგრამ ძალები მოიკრიბა და მაინც მოიგო. გამარჯვების გოლი ჭაბუკმა ჯადული იობაშვილმა გაიტანა 94-ე წუთზე.

„დინამო“ მეორე საფეხურზეა და ლიდერ „ბათუმს“ 5 ქულით ჩამორჩება, თუმცა ზღვისპირელებმა ერთი მატჩით ნაკლები ჩაატარეს. ექვსქულაჩამოკლებული „შუქურა“ კი ფსკერზეა.

0.112853