ფეხბურთი

23:19 | 2.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილი: "კარგად ვერ ვითამაშეთ, კონცენტრაციის ნაკლებობა იყო"

„ვალენსიას“ მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა „ალავესთან“ მატჩის შემდეგ (0:1), რომელშიც ის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, კომენტარი გააკეთა. როგორც ქართველმა ფეხბურთელმა აღნიშნა, გუნდი საკმარისად კონცენტრირებული არ იყო.

„კარგად არ გვითამაშია, მაგრამ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, რადგან ძლიერები უნდა დავბრუნდეთ. ვფიქრობ, კონცენტრაციის ნაკლებობა იყო, აქ თამაში ძალიან რთულია, რაც ვიცოდით, მაგრამ კონცენტრაციის ნაკლებობა მაინც გვქონდა. პენალტები ინსტინქტებით მოვიგერიე. სანაკრებო პაუზა კარგი იქნება გუნდისთვის, შესვენების შემდეგ უფრო ძლიერები უნდა დავბრუნდეთ“, - თქვა მამარდაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ვალენსიას“ ოთხ ტურში 6 ქულა აქვს და მეათე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 17 სექტემბერს, მადრიდის „ატლეტიკოს“ უმასპინძლებს. გიორგი მამარდაშვილს ოთხ ტურში 4 გოლი აქვს გაშვებული და კარი მშრალად ერთხელ შეინახა.

0.113695