პრემიერლიგის მე-4 ტურის მატჩში, „ბრაიტონმა“ „ნიუკასლს“ 3:1 მოუგო და და 9 ქულით სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე დადგა. სეზონის ერთ-ერთი ფავორიტი, „ნიუკასლი“ კი ერთი მოგებით ჯერჯერობით მე-14 ადგილზეა.
ბრაიტონელებმა 19 წლის ირლანდიელი თავდამსხმელის, ევან ფერგიუსონის ჰეთ-თრიქის წყალობით გაიმარჯვეს. სტუმართაგან ერთადერთი ბურთი 92-წუთზე კალუმ უილსონმა შეაგდო.
შეგახსენებთ, რომ შაბათის სათამაშო დღეს ჯამში სამი სამგოლა შესრულდა: ფერგიუსონის გარდა ჰეთ-თრიქები „სიტის“ ნორვეგიელმა ერლინგ ჰოლანდმა და „ტოტენჰემის“ კორეელმა სონმა მიითვალეს.
შეგახსენებთ, რომ „ბრაიტონი“ ევროპა ლიგის ჯგუფში გიორგი მიქაუტაძის „აიაქსის“ ჯგუფშია.