ფეხბურთი

21:19 | 2.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ტოტენჰემის“ თავდამსხმელმა, სონმა, პრემიერლიგური გოლებით რონალდუს გადაუსწრო

„ტოტენჰემ ჰოთსფურის“ თავდამსხმელმა, სონმა, ინგლისის პრემიერლიგაში გატანილი გოლების რაოდენობით პორტუგალიელ კრიშტიანუ რონალდუს გაუსწრო.

პრემიერლიგის მე-4 ტურის „ბარნლისთან" მატჩში, „დეზების“ 31 წლის კაპიტანმა, შეხვედრის მე-16 წუთზე ანგარიში გაათანაბრა. სამხრეთ კორეელისთვის ეს გოლი პრემიერლიგაში 104-ე გამოდგა. ამ მაჩვენებლით სონმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილ ვარსკვლავს, კრიშტიანუ რონალდუს (103) გადაუსწრო.

„ბარნლისა“ და „ტოტენჰემის“ მატჩი 2:5 დასრულდა. ანგარიში მასპინძელმა ფოსტერმა მე-4 წუთზე გახნა. მეთექვსმეტეზე სონმა გაათანაბრა. პირველი ტაიმის წამატებულ წუთზე სტუმრები რომერომ დააწინაურა. შესვენების შემდეგ კი მედისონმა (54-ე წთ) უპირატესობა კომფორტული გახადა. მერე სონმა დუბლი მიითვალა, ჯამში კი ჰეთ-თრიქი შეასრულა და პრემიერლოგური გოლების რაოდენობა 106-მდე გაზარდა.

94-ე წუთზე კიდევ ერთი საპასუხო მასპინძელმა ბრაუნჰილმა შეაგდო. საბოლოოდ - 2:5.

სონი რვა წელია (2015 წლიდან) „ტოტენჰემშია.“ ფეხბურთელის კონტრაქტი ლონდონურ კლუბთან 2025 წლის ივნისის ბოლომდე მოქმედებს.

0.143086