ფეხბურთი

20:37 | 2.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდის „რეალმა" „ხეტაფე" ბოლო წუთებზე დაამარცხა

პრიმერა დივიზიონის მე-4 ტურის მატჩში, მადრიდის „რეალმა" „ხეტაფეს" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

მე-11 წუთზე ბორხა მაიორალმა სტუმრები წინ გაიყვანა. მეორე ტაიმის დასაწყისში ხოსელუმ გაათანაბრა. შემდეგ მადრიდელები ბევრს უტევდნენ, მაგრამ ხეტაფელთა მეკარე, დავიდ სორია სასწაულებს სჩადიოდა, თუმცა უკვე წამატებულ წუთებზე შეცდომა მაინც დაუშვა, საჯარიმოს გარედან დარტყმული ბურთი ხელში ვერ შეიმაგრა და დამატებაზე ყველას რეალელთა ახალწვეულმა, ჯუდ ბელინგემმა დაასწრო - 2:1.

ეს ინგლისელი ნახევარმცველის მეხუთე გოლია მიმდინარე სეზონში.

4 თამაშის შემდეგ „რეალს“ მაქსიმალური 12 ქულა მოუგროვდა და გათამაშების ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს.

0.141589