ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველი ჟორჟინიო ვეინალდუმი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს.
მან სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და 3-წლიან კონტრაქტს „ალ-იტიფაქთან“ გააფორმებს, რომელსაც სტივენ ჯერარდი ავარჯიშებს. ეს ტრანსფერი არაბულ კლუბს 10 მილიონი ევრო დაუჯდება. სწორედ ამ თანხას მიიღებს „პარი სენ-ჟერმენი“.
ვეინალდუმმა გასული სეზონი იჯარით „რომაში“ გაატარა, სადაც 23 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა. მას ასევე უთამაშია „ნიუკასლსა“ და „ლივერპულში“.