საუდი პრო ლიგის მეხუთე ტურში სოლომონ კვირკველიას „ალ-ოხდუდმა“ სტუმრად „ალ-რიადი“ 1:0 დაამარცხა და სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და ერთ-ერთი ყველაზე კარგი შეფასებაც მიიღო. „ალ-ოხდუდი“ 4 ქულით მე-12 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 14 სექტემბერს, „ალ-იტიჰადს“ უმასპინძლებს.
დღესვე, საუდი პრო ლიგაში ტურის ცენტრალური და სუპერმატჩი შედგა, რომელშიც „ალ-იტიჰადმა“ შინ „ალ-ჰილალთან“ 3:4 წააგო. „ალ-იტიჰადში“ ერთი გოლი კარიმ ბენზემამ გაიტანა, თანაც ქუსლით, ხოლო „ალ-ჰილალში“ ალექსანდრ მიტროვიჩმა გაიბრწყინა, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა.
„ალ-ჰილალი“ 13 ქულით ლიდერია, ხოლო „ალ-იტიჰადს“ 12 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება.