ფეხბურთი

18:09 | 1.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ტორინომ" დუვან საპატა დაიმატა

„ტორინომ“ კოლუმბიის ნაკრების თავდამსხმელი დუვან საპატა დაიმატა. ტურინულმა გუნდმა სამხრეთ ამერიკელი „ატალანტადან“ 7 მილიონ ევროდ გამოისყიდა, რასაც ბონუსის სახით 3 მილიონი დაემატება.

ფეხბურთელმა „ხარებთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. საპატა 2018 წლიდან „ატალანტაში“ თამაშობდა, სადაც 190 მატჩში 82 გოლი გაიტანა. მანამდე ის "ამერიკა დე კალის“, „ესტუდიანტესის“, „ნაპოლის“, „უდინეზესა“ და „სამპდორიას“ წევრი იყო.

შეგახსენებთ, რომ „ტორინოს“ ცოტა ხნის წინ საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი, საბა საზონოვი შეუერთდა.

0.112059