ფეხბურთი

16:10 | 1.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა, რის შედეგადაც 32 გუნდი 8 ოთხგუნდიან ჯგუფში განაწილდა.

ევროპა ლიგაზე სამი ქართველი ფეხბურთელის კლუბი ითამაშებს: „აიაქსი“ (გიორგი მიქაუტაძე), „ყარაბაღი“ (ლუკა გუგეშაშვილი) და „შტურმი“ (ოთარ კიტეიშვილი). თამამად შეიძლება ითქვას, რომ „აიაქსი“ ე.წ. სიკვდილის ჯგუფში მოხვდა „მარსელთან“, „ბრაიტონსა“ და აეკ-თან ერთად.

A ჯგუფი

„ვესტ ჰემი“ (ინგლისი), „ოლიმპიაკოსი“ (საბერძნეთი), „ფრაიბურგი“ (გერმანია), „ბაჩკა ტოპოლა“ (სერბეთი)

B ჯგუფი

„აიაქსი“ (ნიდერლანდები), „მარსელი“ (საფრანგეთი), „ბრაიტონი“ (ინგლისი), აეკ (საბერძნეთი)

C ჯგუფი

„რეინჯერსი“ (შოტლანდია), „ბეტისი“ (ესპანეთი), „სპარტა“ (ჩეხეთი), „არისი“ (კვიპროსი)

D ჯგუფი

„ატალანტა“ (იტალია), „სპორტინგი“ (პორტუგალია), „შტურმი“ (ავსტრია), „რაკუვი“ (პოლონეთი)

E ჯგუფი

„ლივერპული“ (ინგლისი), „ლასკი“ (ავსტრია), „უნიონ სენ-ჟილუა“ (ბელგია), „ტულუზა“ (საფრანგეთი)

F ჯგუფი

„ვილიარეალი“ (ესპანეთი), „რენი“ (საფრანგეთი), „მაკაბი ჰაიფა“ (ისრაელი), „პანათინაიკოსი“ (საბერძნეთი)

G ჯგუფი

„რომა“ (იტალია), სლავია“ (ჩეხეთი), „შერიფი“ (მოლდოვა), „სერვეტი“ (შვეიცარია)

H ჯგუფი

„ლევერკუზენი“ (გერმანია), „ყარაბაღი“ (აზერბაიჯანი), „მიოლდე“ (ნორვეგია), „ჰაკენი“ (შვედეთი)

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის განრიგი:

I ტური: 21 სექტემბერი

II ტური: 5 ოქტომბერი

III ტური: 26 ოქტომბერი

IV ტური: 9 ნოემბერი

V ტური: 30 ნოემბერი

VI ტური: 14 დეკემბერი

0.140757