საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ცენტრმა გიორგი შერმადინმა გერმანიის ნაკრებთან მარცხის (73:100) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, პირველი ტაიმი კარგად ითამაშეს, მაგრამ მეორე ნახევარში მეტოქემ ძალიან მაღალი კლასი აჩვენა.
„ვფიქრობ, პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ, მხოლოდ ორი ქულით წავაგეთ, მეორე ნახევარში გერმანიამ ბევრი სამქულიანი ჩააგდო. რომელიც ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია და მედლის მოპოვების ერთ-ერთი პრეტენდენტია. დღეს მათ ბევრი სამქულიანი ჩააგდეს და კარგად იმუშავეს. ვფიქრობ, დღეს, განსაკუთრებით მეორე ტაიმში მათ დიდებული კალათბურთი ითამაშეს. გავაგრძელებთ ბრძოლას, წინ კიდევ ერთი მატჩია, საუკეთესო 16 გუნდში მოვხვდით და ამით ბედნიერები ვართ.
მსოფლიოს ჩემპიონატი რაღაც განსაკუთრებულია, დიდი გამოცდილებაა. საქართველო აქ პირველად თამაშობს და ჩვენ 16 გუნდში ვართ, რაც გასახარია, დარწმუნებული ვარ, მთელი საქართველო უყურებს ჩვენს თამაშს და ამაყია“, - თქვა შერმადინმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ავსტრალიის ნაკრებთა მატჩი 3 სექტემბერს, თბილისის დროით 11:30 საათზე გაიმართება.