საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ჯგუფური ეტაპი წარუმატებლად დაიწყო და მეოთხედფინალში გასვლის ძალიან მიზერული შანსი დარჩა.
ილიას ზუროსის გუნდი გერმანიასთან აუტსაიდერი იყო, მაგრამ თამაში ურიგოდ არ დაუწყია და პირველი პერიოდის მიმდინარეობისას 5-ქულიანი უპირატესობას ჰქონდა, მაგრამ მეოთხედის მიწურული ჩააგდო და საბოლოოდ, 16:22 ჩამორჩა. სამაგიეროდ, საქართველომ ბრწყინვალედ ითამაშა მეორე პერიოდი, რომელიც 25:21 მოიგო და დიდ შესვენებაზე მხოლოდ ორქულიანი ჩამორჩენა ჰქონდა. ეს აჩენდა იმედს, რომ ზუროსის გუნდი ფავორიტ და ძალინ ძლიერ მეტოქესთან ბოლომდე იბრძოლებდა, მაგრამ გარდამტეხი მესამე პერიოდი იყო, რომელიც ქართველებმა პირწმინდად ჩააგდეს, კონკრეტული ათწუთეული 11 ქულით დათმეს და ცხადია, რომ ბოლო პერიოდში ბრძოლა აღარ ყოფილა. უფრო მეტიც, გერმანიამ დარჩენილ დროში ანგარიში კიდევ უფრო სოლიდური გახადა და საბოლოოდ, 27 ქულით, 100:73 მოიგო. მოგეხსენებათ, გერმანიის ნაკრებს საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, გორდი ჰერბერტი ავარჯიშებს.
საქართველოს ნაკრებში საუკეთესო ისევ სანდრო მამუკელაშვილი იყო, რომელმაც 19 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი მითვალა. 15 ქულით და 6 მოხსნით გამოირჩა გოგა ბითაძე, ხოლო 10-ქულიან ზღვარს თორნიკე შენგელიაც გადასცდა - 12 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი. 9 ქულა და 4 მოხსნა ჰქონდა გიორგი შერმადინს, 6 ქულა დუდა სანაძეს. კვლავ ჩააგდო თამაში თად მაკფადენმა, რომელმაც მხოლოდ 5 ქულა დააგროვა (5 მოხსნა, 7 პასი). მან ხუთივე ქულა მატჩის მიწურულს ჩააგდო და 8-დან მხოლოდ 1-სამქულიანი გამოიყენა. ნატურალიზებული ამერიკელის თამაშმა ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერანაირ კრიტიკას გაუძლო. ნიშანდობლივია ის, რომ საქართველოს ნაკრებში თამაში ყველა კალათბურთელმა მინუსში დაასრულა...
ეფექტიანობის კოეფიციენტით კი, მხოლოდ გოგა ბითაძე (18), სანდრო მამუკელაშვილი (16) და გიორგი შერმადინი (16) გამოირჩნენ. გერმანიის ნაკრებში ყველაზე შედეგიანი მაოდო ლო იყო, რომელმაც 18 ქულა ჩააგდო და ყველა ბოლო პერიოდში... 16 ქულა ჰქონდა დენის შრიოდერს, 14 - მორიც ვაგნერს.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 3 სექტემბერს, თბილისის დროით 11:30 საათზე ავსტრალიის ნაკრებთან ჩაატარებს.
გერმანია - საქართველო 100:73 (22:16, 21:25, 27:16, 30:16)