„პარი სენ-ჟერმენმა“ „ლიონიდან“ 20 წლის ნიჭიერი შემტევი ბრედლი ბარკოლა დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
ბარკოლამ პსჟ-სთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა, ხოლო არაოფიციალური ინფორმაციით, „ლიონმა“ 50 მილიონი ევრო მიიღო.
ბრედლი ბარკოლა „ლიონის“ აკადემიის აღზრდილია, მთავარ გუნდში კი 2021 წლიდან 47 შეხვედრაში 7 გოლის გატანა მოახერხა.