მადრიდის „რეალის“ დირექტორმა ემილიო ბუტრაგენიომ ჩემპიონთა ლიგის წილისყრა შეაფასა. როგორც მან განაცხადა, „ნაპოლისთან“ გამარჯვება რთული იქნება. ასევე აღნიშნა, რომ ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი შესანიშნავი ფეხბურთელები არიან.
„ნაპოლი“ ძალიან სახიფათო მეტოქეა, ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან მათ უზომოდ ნიჭიერი ფეხბურთელები ჰყავთ. მაქსიმუმის გაკეთება მოგვიწევს მათ დასამარცხებლად, ვიცით, რომ ეს ძალიან რთული გამოწვევაა. კვარაცხელია და ოსიმენი შესანიშნავი ფეხბურთელები არიან, მაგრამ ისინი „ნაპოლიში“ თამაშობენ. ჩვენს სატრანსფერო ფანჯარას რაც შეეხება, კმაყოფილი ვართ იმ შემადგენლობით, რომელიც გვყავს და ეს ფანჯარა ჩვენთვის დახურულია“, - თქვა ბუტრაგენიომ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „რეალთან“ ერთად ჯგუფში „ბრაგა“ და „უნიონ ბერლინი“ არიან.