ჩემპიონთა ლიგის 2023-2024 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის ყველა, 32-ვე მონაწილე ცნობილია. ისინი 8 ოთხგუნდიან ჯგუფში განაწილდებიან.
წილისყრამდე უკვე დაკომპლექტებულია ოთხივე კალათა. ჩემპიონთა ლიგაზე 4 ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს: ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ პირველ კალათაშია, ირაკლი აზაროვის და გიორგი გოჩოლეიშვილის „შახტარი“ და დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენი“ მესამე კალათაში არიან.
I კალათა
„მანჩესტერ სიტი“ (ინგლისი), „სევილია“ (ესპანეთი), „ბარსელონა“ (ესპანეთი), „ნაპოლი“ (იტალია), „ბაიერნი“ (გერმანია), „პარი სენ-ჟერმენი“ (საფრანგეთი), „ბენფიკა“ (პორტუგალია), „ფეიენოორდი“ (ნიდერლანდები)
II კალათა
„რეალი“ (ესპანეთი), „მანჩესტერ იუნაიტედი“ (ინგლისი), „ინტერი“ (იტალია), „დორტმუნდი“ (გერმანია), „ატლეტიკო“ (ესპანეთი), „ლაიფციგი“ (გერმანია), „პორტუ“ (პორტუგალია), „არსენალი“ (ინგლისი)
III კალათა
„შახტარი“ (უკრაინა), „ზალცბურგი“ (ავსტრია), „მილანი“ (იტალია), „ბრაგა“ (პორტუგალია), პსვ ეინდჰოვენი (ნიდერლანდები), „ლაციო“ (იტალია), „ცრვენა ზვეზდა“ (სერბეთი), „კოპენჰაგენი“ (დანია)
IV კალათა
„იანგ ბოისი“ (შვეიცარია), „სოსიედადი“ (ესპანეთი), „გალათასარაი“ (თურქეთი), „სელტიკი“ (შოტლანდია), „ნიუკასლი“ (ინგლისი), „უნიონ ბერლინი“ (გერმანია), „ანტვერპენი“ (ბელგია), „ლანსი“ (საფრანგეთი)
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა 31 აგვისტოს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება. ერთ ჯგუფში ვერ მოხვდებიან ერთი ქვეყნის წარმომადგენლები და ერთ კალათაში მყოფი გუნდები.