ფეხბურთი

23:01 | 30.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მეცის" პრეზიდენტი: "მიქაუტაძის წასვლა გულდასაწყვეტია, მაგრამ კლუბისთვის აუცილებელი იყო"

ფრანგული „მეცის“ პრეზიდენტმა ბერნარ სერინმა „აიაქსში“ გიორგი მიქაუტაძის გაყიდვის შესახებ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ეს გულდასაწყვეტი იყო, მაგრამ კლუბისთვის აუცილებლობაც.

„როდესაც ჟორჟისნაირი ბავშვი კლუბს ტოვებს, სევდა აშკარად ჭარბობს, მაგრამ ეს ჩვენი კლუბისთვის ეკონომიკური აუცილებლობაა. ეს არის სტრატეგიული, ეკონომიკური არჩევანი. არის რაღაცები, რაც ტრანსფერების შემოსავლით უნდა შევავსოთ. „აიაქსის“ შეთავაზება საუკეთესო იყო, დისკუსია გვქონდა „მეცში“ ერთწლიანი იჯარით დატოვების შესახებ“, - თქვა სერინმა.

შეგახსენებთ, რომ „მეცმა“ 16 მილიონი ევრო მიიღო, 3 მილიონ ევროს კი ბონუსის სახით მიიღებს.

0.112097