სლოვენიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში როგორც მოსალოდნელი იყო, კაბო ვერდე იოლად დაამარცხა - 92:77.
შედეგად, სლოვენიის ნაკრები მეორე ეტაპზე 3 მოგებით გავიდა, საქართველო მეორე ადგილით, 2 მოგებით და 1 წაგებით.
მეორე ჯგუფურ ეტაპზე სლოვენია და გერმანია 3-3 მოგებით გამოვლენ, საქართველო და ავსტრალია 2 მოგებით და 1 წაგებით. ილიას ზუროსის გუნდი 1-ელ სექტემბერს, გერმანიას ეთამაშება, ორი დღის მერე - ავსტრალიას. ქართველ კალათბურთელებს ორივე თამაშის მოგება სჭირდებათ მეოთხედფინალში გასასვლელად, თუმცა, არის ვარიანტი რომ საკმარისი ესეც არ გამოდგეს.
აქვე გეტყვით იმ გუნდების ვინაობას, რომლებიც საუკეთესო 16-ეულში მოხვდნენ:
საქართველო, გერმანია, ავსტრალია, სლოვენია, დომინიკის რესპუბლიკა, იტალია, სერბეთი, პუერტო რიკო, აშშ, საბერძნეთი, ლიეტუა, მონტენეგრო, ესპანეთი, ბრაზილია, კანადა და ლატვია.
აღსანიშნავია, რომ ხსენებულმა გუნდებმა პარიზის ოლიმპიადის კვალიფიკაციაში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს, მათ შორის, საქართველოს ნაკრებმაც.