ფეხბურთი

14:10 | 30.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძე: "აიაქსი" ძალიან დიდი კლუბია და მინდა ვაჩვენო, რისი გაკეთება შემიძლია"

გიორგი მიქაუტაძემ „აიაქსის“ ოფიციალურ ვებგვერდს ინტერვიუ მისცა, სადაც თავის პირველ შთაბეჭდილებებსა და მოლოდინებზე ისაუბრა. როგორც 22 წლის ქართველმა აღნიშნა, უნდა აჩვენოს თუ რისი გაკეთება შეუძლია.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კონტრაქტი გავაფორმე ისეთ კლუბთან, როგორიც „აიაქსია“. ძალიან ვამაყობ, რადგან ყველამ იცის, რას ნიშნავს ამ კლუბის სახელი ფეხბურთში, აქ ბევრ დიდ და ცნობილ ფეხბურთელს უთამაშია. ერთი წამითაც არ დავფიქრებულვარ, როდესაც აქ მოსვლის შანსი მომეცა.

სრულყოფილი მოთამაშე ვარ, მიყვარს ბურთის ფლობა, ტექნიკური, სწრაფი და გოლზე მომართული ფეხბურთელი ვარ. მიყვარს თანაგუნდელებისთვის პასებიც მიცემაც, მაგრამ მთავარი გამარჯვებაა, წაგება მძულს. ორივე ფეხით ვთამაშობ, რაც დიდი უპირატესობაა. ბავშვობიდან ვვარჯიშობდი მარცხენა ფეხზე, თანდათან მარჯვენა ფეხივით გამოყენების კონდიციამდე მივედი.

ჩემი მიზანია ბევრი სათამაშო დრო მივიღო და ვაჩვენო, რომ მას ძირითად შემადგენლობაში სათამაშოდ საჭირო თვისებები. უბრალოდ მინდა, ვაჩვენო, რისი გაკეთება შემიძლია.

არა მხოლოდ როგორც ფეხბურთელი, არამედ როგორც ადამიანი, სამაგალითო კრიშტიანუ რონალდუა, რაც მან გააკეთა იმისთვის, რომ იმ დონემდე მისულიყო, რომელზეც არის და რასაც აკეთებს ახლა, 38 წლის ასაკში, ამისთვის მეც ბევრს ვშრომობ. თუმცა, არ მსურს ჩემი თავის სხვებთან შედარება, მე ჩემი პიროვნება მაქვს, საკუთარ გზას მივყვები, მაგრამ მენტალურად ვცდილობ მას შევედარო.

რა თქმა უნდა, მახარებს არველაძესთან შედარება, დიდი ფეხბურთელია, რომელმაც თავისი კვალი დატოვა, როგორც აქ, ასევე სხვა კლუბებში. ბედნიერი ვარ, რომ აქ მის კვალს გავყვები“, - თქვა მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ „აიაქსთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 19-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. „მეცმა“ ქართველ ფორვარდში 16 მილიონი ევრო მიიღო, რასაც 3 მილიონი ბონუსის სახით დაემატება.

0.126816