ესპანურმა „ვალენსიამ“ მაროკოს ნაკრების და „ვალიადოლიდის“ ნახევარმცველი, სელიმ ამალა დაიმატა.
26 წლის ფეხბურთელი „ღამურებს“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა.
ამალამ კარიერა „მუსკრონში“ დაიწყო, შემდეგ იყო „სტანდარდში“, ხოლო გასული სეზონი „ვალიადოლიდში“ გაატარა, სადაც მხოლოდ 7 მატჩი ჩაატარა (2 გოლი). თუმცა, მაროკოს ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა, სადაც აფრიკელები ნახევარფინალში გავიდნენ.