ფეხბურთი

19:21 | 29.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"აიაქსში" მიქაუტაძემ სამედიცინო შემოწმება გაიარა

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის „აიაქსში“ გადასვლა გადაწყდა. ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ ყველაფერი შეთანხმებულია.

L'Equipe კი, წერს, რომ გიორგიმ ნიდერლანდურ გრანდში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა, შესაბამისად, კონტრაქტის გაფორმებას ხელს აღარაფერი უშლის.

ქართველი ამჟამად ამსტერდამშია და „აიაქსი“ ტრანსფერს უახლოეს ხანში გამოაცხადებს. არაოფიციალური ინფორმაციით, „მეცი“ 16 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსის სახით 3 მილიონი ევრო დაემატება. გიორგი „მეცის“ ისტორიაში ყველაზე ძვირად გაყიდული ფეხბურთელი გახდება.

გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში სამ შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. მას „მეცის“ მაისურით მთლიანობაში 44 შეხვედრაში 25 გოლი აქვს გატანილი, 10-ჯერ კი საგოლე პასი გააკეთა. მანამდე ბელგიურ „სერენში“ 57 მატჩში თავი 36 გოლით და 4 საგოლე პასით გამოიჩინა, ხოლო საქართველოს ნაკრებში გიორგის აქტივში 15 მატჩი და 4 გოლია.

0.115356