ნორვეგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტალე სოლბაკენმა საქართველოსთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. განაცხადშია ერლინგ ჰოლანდი, რომელსაც ბათუმში გამართულ შეხვედრაში არ უთამაშია (1:1).
მეკარეები: მატიას დინგელანდი (ბრანი), ორიან ნილანდი (სევილია), ეგილ სელვიკი (ჰაგესუნდი)
მცველები: კრისტოფერ აიერი (ბრენტფორდი), ფრედრიკ ანდრე ბიორკანი (ბოდო გლიმტი), ბირგერ მელინგი (კოპენჰაგენი), სტიან როდე გრეგერსენი (ბორდო), ანდრეას ჰანჩე- ოლსენი (მაინცი)მარკუს პედერსენი (სასუოლო), იულიან რიერსონი (დორტმუნდი), კენ სტეფან სტრანდბერგი (ვალერენგა), ლეო ოსტიგორი (ნაპოლი)
ნახევარმცველები: ფრედრიკ ორსნესი (ბენფიკა), პატრიკ ბერგი (ბოდო გლიმტი), სანდერ ბოლინ ბერგი (ბარნლი), ოსამე საჰრაუი (ჰერენვენი), ემილ ბრეივიკი (მიოლდე), ანტონიო ნუსა (ბრიუგე), უგო ვეტლესენი (ბრიუგე), მარტინ ოდეგორი (არსენალი)
თავდამსხმელები: ბარდ ფინე (ბრანი), ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი), იორგენ სტრანდ ლარსენი (სელტა), ალექსანდერ სორლოთი (ვილიარეალი)
შეგახსენებთ, რომ ნორვეგიისა და საქართველოს მატჩი 12 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება. მანამდე ნორვეგიელები 5 დღით ადრე ამხანაგურ მატჩს იორდანიასთან გამართავენ.