საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის „დინამოს“ მცველი, საბა საზონოვი, „ტორინოში“ 3 მილიონ ევროდ გადადის. ხვალ ქართველი მცველი სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ახლა კლუბები ტრანსფერის დასასრულებლად საბუთებს გაცვლიან - წერს Sky Sport.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საზონოვით რამდენიმე იტალიური კლუბი: „ფროზინონე,“ „სასუოლო“ და „უდინეზე“ დაინტერესდნენ.
21 წლის საზონოვი სანკტ-პეტერბურგის „ზენიტის“აღზრდილია. ქართველი ფეხბურთელი „დინამოში“ 2021 წლის ივლისში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. მცველის კონტრაქტი „ლურჯ-თეთრებთან“ 2024 წლის ივნისამდეა გათვლილი.