„ბაიერნის“ ახალწვეულმა, ჰარი კეინმა, მიუნხენურ კლუბში გადასვლაზე ისაუბრა.
„ჩემი ტრანსფერი გერმანიაში სხვა ფეხბურთელების მაგალითებით არის შთაგონებული. მახსოვს, როგორ გადავიდა დევიდ ბექემი „რეალში" „მანჩესტერ იუნაიტედიდან.“ მაშინ ბავშვი ვიყავი, მაგრამ დღემდე არ მავიწყდება, როგორი შთაბეჭდილება მოახდინა მაშინ ჩემზე ამ ფაქტმა. ყოველთვის მინდოდა სხვა ჩემპიონატში გამომეცადა თავი.“ - ციტირებს კეინის სიტყვებს Bild.
კეინი „ბაიერნს“ „ტოტენჰემიდან“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარისას 100 მილიონ ევროზე მეტი თანხის სანაცვლოდ შეუერთდა. ეს გადასვლა წლის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ტრანსფერი გამოდგა. მისი კონტრაქტი ინგლისურ კლუბთან 2027 წლამდეა გათვლილი.
27 აგვისტოს გერმანიის ბუნდესლიგის მე-2 ტურის მატჩში „ბაიერნმა“ „აუგსბურგს“ 3:1 მოუგო. კეინმა დუბლი შეასრულა.