ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა რობერტ მალმმა, რომელსაც ტოგოს ნაკრებში ორი მატჩი აქვს ჩატარებული, "ბორდოს" ნახევარმცველ ზურიკო დავითაშვილზე ისაუბრა. მისი აზრით, ქართველს სტაბილურობა აკლია და საჯარიმოში გადაწყვეტილებები უფრო სწრაფად უნდა მიიღოს.
„ზურიკომ საჯარიმოში გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღო. როცა საჯარიმოში ხარ და ასეთი თვისებები გაქვს, უნდა სცადოს დრიბლინგი, მეტოქეს შეცდომის დაშვება უნდა აიძულო. გარდა ამისა, უნდა იპოვოს სტაბილურობა, ის სეზონის დასაწყისიდან ძირითადი შემადგენლობის წევრია და ახლა მასზეა დამოკიდებული, რომ გაამართლოს დავიდ გიონის ნდობა“, - თქვა მალმმა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ოთხ მატჩში დავითაშვილს გოლი არ გაუტანია და არც საგოლე პასი აქვს გაკეთებული.