ფეხბურთი

21:37 | 28.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

მარკო ვერატი კარიერას სავარაუდოდ კატარში გააგრძელებს

მარკო ვერატი „პარი სენ-ჟერმენის“ გეგმებში არ შედის და ახალ გუნდს ეძებს. როგორც იტალიური მედია იტყობინება, მას შეთავაზება კატარული „ალ-არაბისგან“ აქვს.

უცნობია ფინანსური პირობები, მაგრამ ნათელია, რომ საუბარი ძალიან მაღალ ხელფასზე იქნება. ვერატით მანამდე არაბული „ალ-აჰლი“ ინტერესდებოდა, მაგრამ გარიგება ჩაიშალა.

ვერატი პსჟ-ში 2012 წლიდან თამაშობს და 416 მატჩში 11 გოლი და 61 საგოლე პასი მიითვალა. მანამდე ის სამშობლოში, „პესკარას“ ღირსებას იცავდა.

0.116503