„ვალენსია“ ლა ლიგაში ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ პირველად დამარცხდა. რუბენ ბარახას გუნდმა „მესტალიაზე“ „ოსასუნასთან“ წააგო, რომელმაც კარში ორჯერ დაარტყა და ორჯერვე გოლი გაიტანა.
ანგარიში 24-ე წუთზე სტუმრებმა პენალტით გახსნეს, რომელიც აიმარ ოროსმა გაიტანა გიორგი მამარდაშვილის კარში. მე-80 წუთზე „ღამურებმა“ წონასწორობა უგო დუროს გოლით აღადგინეს, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეხუთე წუთზე ნაჩო ვიდალმა „ოსასუნას“ მოაგებინა.
„ვალენსია“ 6 ქულით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 2 სექტემბერს, „ალავესს“ სტუმრად დაუპირისპირდება.