ფეხბურთი

0:20 | 28.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

დემჩენკოს წარმატებული დებიუტი "დინამო ბათუმში"

„დინამო ბათუმში“ ანდრეი დემჩენკოს დებიუტი წარმატებული გამოვიდა, თუმცა აჭარლებმა აუტსაიდერ „გაგრასთან“ დაძაბულ ბრძოლაში მოიგეს.

„დინამო ბათუმი“ მეტოქეს ვერაფერს უხერხებდა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დრომდე, სანამ სულთანიშვილმა ავტოგოლი არ გაიტანა. ცოტა ხანში პაატა ღუდუშაურმა მეორეც გაიტანა და ანგარიში საბოლოო გახადა. „დინამო ბათუმს“ 49 ქულა აქვს და ლიდერია, მომდევნო ტურში კი „სამგურალს“ ეთამაშება. „გაგრა“ 18 ქულით მერვეა და წინ „საბურთალოსთან“ მატჩია.

იმერული დერბი შედგა წყალტუბოში, სადაც „სამგურალმა“ და „ტორპედომ“ გოლები ვერ გაიტანეს. მოსაწყენი თამაში გამოდგა და შედეგიც ლოგიკურია. „ტორპედომ“ მოგებების სერია შეწყვიტა და 34 ქულით მეექვსეა, მომდევნო ტურში კი „თელავს“ შეხვდება. „სამგურალს“ 39 ქულა აქვს, მეხუთეა და „დინამო ბათუმს“ დაუპირისპირდება.

„გაგრა“ – „დინამო ბათუმი“ 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 სულთანიშვილი (90, ა.გ), 0:2 ღუდუშაური (90)

„სამგურალი“ – „ტორპედო“ 0:0 (0:0)

0.124114