თამაშგარე

12:42 | 27.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

არსენ ვენგერის ოღრაშობანი

ლეგენდარული ფრანგი მწვრთნელი (ახლა კი უეფას ერთ-ერთი დეპარტამენტის თანამშრომელი) არსენ ვენგერი მექალთანეობით არასოდეს გამორჩეოდა. ეს კი არა, წლების მანძილზე მუსიე არსენი სანიმუშო მეოჯახედ, ცოლის ერთგულ კაცად და შვილებისთვის განსაკუთრებულად გულმისავალ მამად ითვლებოდა.

თუმცა, კალენდარზე ჩამოჰკრა 2015-მა წელმა, ბატონ არსენს წელსქვემოთ ჩუჩუნის გრძნობამ დარია ხელი და ამ ჩუმჩუმელა ბაბუამ რამდენჯერმე უღალატა თავის ცოლს, ყოფილ კალათბურთელ ენი ბროსტერჰაუსს. ენიმ მალევე შეიტყო ქმრის ღალატის ამბავი, ვენგერს გვარიანი ჭიტლაყი ამოუჭირა და შემდეგ ოფიციალურადაც გაშორდა.

ცოლს გაშორებულმა არსენმაც ფრთები გაშალა და უკვე საჯაროდ გამოამზეურა თავისი საყვარელი, რომლის სახელიც ბევრი ცდის მიუხედავად, ვერაფრით დაადგინეს ჟურნალისტებმა. ცოტა ხნის წინ, ვენგერი და მისი სატრფო ფოტოგრაფებმა ერთ-ერთი ბერძნულ კუნძულის პლაჟზე კოტრიალისას დააფიქსირეს.

0.116228