ფეხბურთი

22:00 | 26.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ალმადას ალტერნატივა? მიქაუტაძე "აიაქსს" დაუკავშირეს

საქართველოს ნაკრების და „მეცის“ თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის მსურველთა რიგებს ამჯერად ამსტერდამის „აიაქსიც“ შეუერთდა.

როგორც გამოცემა telegraaf-ი წერს, ნიდერლანდელებისთვის მიქაუტაძე მეორე არჩევანია. საქმე ისაა, რომ „აიაქსს“ არგენტინელი თავდამსხმელის, ტიაგო ალმადას გადაბირება სურს, მაგრამ ძვირი უჯდებათ, მისი იაფი ალტერნატივა კი მიქაუტაძეა.

თუმცა, „მეცი“ 20 მილიონ ევროს ითხოვს, მსურველებიც ბევრი ჰყავს, შესაბამისად, „აიაქსისთვის“ ეს ტრანსფერი იოლი არ იქნება. აღსანიშნავია, რომ ტიაგო ალმადაც ოდნავ მეტი ღირს, ფასში დიდი სხვაობა ნამდვილად არ არის.

ფრანგული მედია ასევე წერს, რომ "მეცს" შეთავაზება "ლიონმა" და "რენმა" გაუკეთეს. ასევე, ახსენეს ფრანკფურტის „აინტრახტი“. შესაბამისად, მართლაც დიდი შანსია, რომ 22 წლის ქართველმა უახლოეს დღეებში კლუბი შეიცვალოს.

შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ორ მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. სატრანსფერო ფანჯარა საფრანგეთში 31 აგვისტოს იხურება, მანამდე შეიძლება ქართველი ფეხბურთელი სხვა გუნდში გადავიდეს. მას „მეცთან“ კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული.

0.105406