ფეხბურთი

20:12 | 26.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

„არსენალმა“ ათკაციან „ფულემს“ ვერ აჯობა

ინგლისური პრემიერლიგის მესამე ტურის მატჩში, კოკისპირულ წვიმაში, „არსენალმა“ „ფულემს“ უმასპინძლა. შეხვედრა 2:2 დასრულდა.

შეხვედრის უკვე პირველ წუთზე სტუმრებმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ფეხბურთელის, ანდრეას პერეირას გოლის წყალობით შეძლეს ანგარიშის გახსნა. ეს გოლი ერთადერთი გამოდგა პირველ ტაიმში.

შესვენების შემდეგ „არსენალმა“ შეძლო თამაშის შემობრუნება. ჯერ 70-ე წუთზე ნახევარმცველმა ბუკაიო საკამ თერთმეტმეტრიანი გარდასახა, სამ წუთში კი ედი ნკეტიამ მასპინძლები დააწინაურა. ძირითადი დროის დასრულებამდე შვიდი წუთით ადრე, სტუმრები კაცნაკლულნი დარჩნენ. მცველი კელვინ ბეისი გააძევეს მოედნიდან. თუმცა „ფულემმა“ მაინც მოახერხა ანგარიშის გათანაბრება. 87-ე წუთზე პორტუგალიელმა ჟოაუ პალინამ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:2.

სამი თამაშის შემდეგ „არსენალს“ შვიდი ქულა მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. ოთხქულიანი „ფულემი კი " მეთერთმეტე პოზიციაზე დგას.

0.116411