საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩში კაბო ვერდე 85:60 დაამარცხა. მატჩის შემდეგ თორნიკე შენგელიამ, გოგა ბითაძემ და გიორგი შერმადინმა კომენტარი გააკეთეს.
თორნიკე შენგელია: „ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ გუნდურად ვითამაშეთ, შეტევასა და დაცვაშიც. კაბო ვერდემ ჩვენს წინააღმდეგ თამაში კარგად მოამზადა, მაგრამ თამაშის დროს კარგი მანევრირება გავაკეთეთ, რათა მათი ნელი დაცვის წინააღმდეგ თავდასხმაში უფრო გავქცეულიყავით“.
გოგა ბითაძე: "ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. ბიჭებმა ყველაფერი გავაკეთეთ გამარჯვებისთვის, რომელიც დავიმსახურეთ. მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის“.
გიორგი შერმადინი: „ყველას გილოცავთ, დარწმუნებული ვარ, მთელმა საქართველომ უყურა ამ თამაშს. პირველი მატჩი იყო, მაინც იგრძნობოდა დაძაბულობა, ემოციები იყო, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ მოვიგეთ და ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგით ჯგუფიდან გასასვლელად, ახლა კი სლოვენიასთან მატჩისთვის მოვემზადებით“.
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში 28 აგვისტოს სლოვენიის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 15:30 საათზე გაიმართება.