კალათბურთი

17:43 | 26.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვენესუელამ დონჩიჩი ვერ გააჩერა

მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ჯგუფში პირველი ტურის მეორე მატჩი გაიმართა, რომელშიც როგორც მოსალოდნელი იყო, სლოვენიამ ვენესუელა დაამარცხა.

თუმცა, ლუკა დონჩიჩსა და მის თანაგუნდელებს არც ისე იოლად ჰქონდათ საქმე. უფრო მეტიც, პირველი პერიოდი ვენესუელამ 33:31 მოიგო. თუმცა, მეორე და მესამე მეოთხედებში სლოვენიამ კლასი გამოავლინა და გარდამტეხი უპირატესობა მოიპოვა.

საუკეთესო ლუკა დონჩიჩი იყო, რომელმაც 37 ქულა, 7 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. კლემენ პრეპელიჩმა კი გუნდს 18 ქულა და 6 მოხსნა შესძინა. ამრიგად, ჯგუფს საქართველო და სლოვენია ლიდერობენ, რომლებიც 28 აგვისტოს, მეორე ტურში შეხვდებიან, ხოლო იმავე დღეს ვენესუელა კაბო ვერდეს გაეჯიბრება.

რაც შეეხება სხვა ჯგუფებსა და დღის სხვა მატჩებს, ასეთი შედეგები დაფიქსირდა:

სამხრეთ სუდანი - პუერტო რიკო 96:101

იორდანია - საბერძნეთი 71:92

ირანი - ბრაზილია - 59:100

სერბეთი - ჩინეთი 105:63

აშშ - ახალი ზელანდია 99:72

ესპანეთი - კოტ დივუარი 94:64

0.110864