ფეხბურთი

16:40 | 26.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისი: "სპალეტის წასვლის უფლება ამიტომ მივეცი, თუმცა მის გონებაში რა ტრიალებდა არ ვიცი"

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ლუჩანო სპალეტიზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, კონტრაქტის გამო წამოჭრილ პრობლემაზე იურისტები იმუშავებენ, „ნაპოლიდან“ წასვლის საშუალება კი 64 წლის სპეციალისტს მხოლოდ ერთი მიზეზით მისცა.

„სპალეტი? ამ საკითხს იურისტები განიხილავენ, მე არ ჩავერევი. სპალეტიმ მითხრა: „ძალიან დავიღალე და შესვენება მჭირდება მიწის დასამუშავებლად“. ამიტომ მას წასვლის უფლება მივეცი, მაგრამ რა იდო მის თავში, ეს მხოლოდ მან იცის”, - თქვა დე ლაურენტისმა.

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტიმ „ნაპოლიდან“ წასვლა კონტრაქტის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე გადაწყვიტა, თუმცა, ცოტა ხნის წინ იტალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

0.112383