ვეტერანი პორტუგალიელი ნახევარმცველი ჟოაო მოუტინიო სამშობლოში დაბრუნდა და „ბრაგაში“ ითამაშებს.
36 წლის ფეხბურთელი ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კონტრაქტი გააფორმა.
მოუტინიო 2018 წლიდან „ვულვზში“ თამაშობდა, სადაც 212 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა. მანამდე ის იყო „მონაკოს“ (219 თამაში, 11 გოლი), „პორტუს“ (140 თამაში, 10 გოლი) და „სპორტინგის“ (259 მატჩი, 32 გოლი) წევრი.