მადრიდის „რეალში“ ჯუდ ბელინგემის კარიერა იდეალურად დაიწყო. ლა ლიგის სამ ტურში ინგლისელმა ნახევარმცველმა 4 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაშიც კი ლიდერია.
„სამეფო კლუბმა“ ვიგოში „სელტასთან“ მძიმე თამაში სწორედ ჯუდის გოლით მოიგო, რომელმაც 81-ე წუთზე დალაშქრა გალისიელთა კარი. ამან მატჩის ბედი გადაწყვიტა. „რეალს“ გატანა მანამდეც შეეძლო, მაგრამ 68-ე წუთზე როდრიგომ პენალტი ვერ გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ მე-18 წუთზე ტრავმის გამო შესაცვლელი გახდა ვინისიუსი. ჯერჯერობით, უცნობია რამდენად სერიოზულია ბრაზილიელის დაზიანება. სამაგიეროდ, ვიცით, რომ ჯუდ ბელინგემი ბრწყინავს...
„რეალი“ ლა ლიგის სამ ტურში უდანაკარგოა და მომდევნო შეხვედრას 2 სექტემბერს, „ხეტაფესთან“ გამართავს.
„სელტა“ – „რეალი“ 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 ბელინგემი (81)