„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ რომელუ ლუკაკუს შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა. მან დაადასტურა, რომ თავდამსხმელის დამატებას ცდილობენ, მაგრამ არ იცის, ლუკაკუ იქნება ეს თუ სხვა.
გარდა ამისა, პორტუგალიელმა აღნიშნა, რომ „რომა“ მეხუთე-მერვე ადგილებისთვის იბრძოლებს, რადგან მეტი რესურსი არ აქვთ.
„რომა“ მეხუთე-მერვე ადგილების გუნდია „ფიორენტინასთან“, „ლაციოსთან“ და „ატალანტასთან“ ერთად. თუ ამათგან რომელიმე მოახერხებს ოთხეულში მოხვედრას, დიდი წარმატება იქნება. ცხადია, რომ „ნაპოლი“, „ინტერი“, „მილანი“ და „იუვენტუსი“ სკუდეტოსთვის იბრძოლებენ. შესაბამისად, გუნდი, რომელიც ამ მიზნისთვის იბრძვის, ოთხეულშიც მოხვდება.
„ლაციო“ გასული სეზონის აღმოჩენა იყო, ნამდვილი სასწაული შეძლო, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ტურისტის როლში იქნება. ლუკაკუ? ტიაგო პინტომ მითხრა, რომ აზმუნის შემდეგ კიდევ ერთი ფორვარდის დამატებაზე მუშაობას, მაგრამ არ უთქვამს კონკრეტულად რომელი ფეხბურთელის, ასე რომ არ ვიცი, ლუკაკუ იქნება თუ სხვა.
რონატუ სანჩესის ტრავმა? ჩემთვის ეს გასაკვირი არაა. მის ისტორიას რომ გადახედოთ, არც თქვენ გაგიკვირდებათ. მას ტრავმები რომ არ აწუხებდეს, პსჟ-ს ძირითად შემადგენლობაში იქნებოდა და ჩვენთან არ მოვიდოდა. შარშან დიბალაზეც მსგავსი სიტუაცია იყო, მის ფიზიკურ კონდიციებში სხვებმა ეჭვი შეიტანეს და ამიტომ მოგვეცა მისი დამატების საშუალება. ეს არის ჩვენი რეალობა, ვისწავლეთ როგორ ვიმუშაოთ მსგავს ფეხბურთელებთან“, - თქვა მოურინიომ.