ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მესამე ტურში „ლევანტემ“ „კარტახენა“ 1:0 დაამარცხა, გამარჯვების გოლი კი გიორგი ქოჩორაშვილის აქტივშია.
ქართველმა ფეხბურთელმა 70-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო გოლი 25-ე წუთზე შეაგდო, როდესაც თავისივე დაწყებულ შეტევაში შესანიშნავად ჩაერთო, საჯარიმოში იდეალურად შეირბინა და გაიხსნა, ზუსტადაც დაარტყა.
გიორგისთვის ეს ლა ლიგა 2-ში სადებიუტო გოლია, თუმცა „ლევანტეში“ არა, რადგან ორი წლის მან ესპანეთის თასზე შეძლო თავის გამოჩენა.
„ლევანტეს“ სამ ტურში 7 ქულა აქვს, მომდევნო ტურში კი 2 სექტემბერს, „ოვიედოს“ უმასპინძლებს.