ფეხბურთი

11:40 | 26.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსამ" ტერ შტეგენს ახალი კონტრაქტი გაუფორმა, მისი გამოსასყიდი ფასი კი 500 მილიონი იქნება

კატალონიის „ბარსელონამ“ მარკ-ანდრე ტერ შტეგენს ახალი კონტრაქტი გაუფორმა, რომლის თანახმად, გერმანელი ესპანურ კლუბში 2028 წლის ზაფხულამდე დარჩება.

კონტრაქტში შეიტანეს პუნქტი, რომლის თანახმად ტერ-შტეგენის გამოსასყიდი ფასი 500 მილიონი ევრო იქნება.

მარკ-ანდრე ტერ შტეგენი „ბარსელონას“ 2014 წელს „გლადბახიდან“ შეუერთდა და მას შემდეგ 379 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. კარიერა კი მან სწორედ „გლადბახში“ დაიწყო, სადაც 2010-2014 წლებში 127-ჯერ ითამაშა.

0.125293