წყალტუბოს "სამგურალმა" 26 წლის კოტ დივუარელი ფორვარდი გნამიენ იიკპე დაიმატა.
იმერული გუნდის ახალწვეული ბოლოს მაროკოს ჩემპიონატში „ტიჰად დე კასაბლანკასა“ და „ხემისეტში“ თამაშობდა.
„სამგურალის“ სპორტულმა დირექტორმა მიხეილ აშვეთიამ გნამიენს, სიმბოლურად, გუნდის 39 ნომრიანი მაისური გადასცა და კოტ დივუარელ ლეგიონერს წარმატებები უსურვა.
„მოხარული ვარ, რომ „სამგურალს" შემოვუერთდი. გუნდი საქართველოს ჩემპიონატში მაღალი მიზნებისთვის იბრძვის, ვეცდები ჩემი საუკეთესო თვისებები გამოვავლინო და გუნდს მიზნის მიღწევაში დავეხმარო. ქართული ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. თუმცა აქ ჩამოსვლის შემდეგ რამდენიმე მატჩს დავესწარი და საკმად კარგი შთაბეჭდილება დამრჩა. გუნდები კარგ და ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობენ“, - განაცხადა იიკპემ.