ფეხბურთი

22:15 | 25.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო" "თელავთან" მარცხს გადაურჩა, "დილამ" დემჩენკოს გარეშე მოიგო

საქართველოს ეროვნული ლიგის 22-ე ტურში „დინამო თბილისი“ სტუმრად „თელავს“ დაუპირისპირდა და ქულები დაკარგა.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ორჯერ აგებდა, მაგრამ ქულა მაინც გადაარჩინა. პირველ ტაიმში დეზირეს გოლს პენალტით ხარაიშვილმა უპასუხა, ხოლო მეორე ნახევარში რუხაძემ კახელები კვლავ დააწინაურა, საბოლოო ანგარიში კი სანგარემ დააფიქსირა, რომელმაც „დინამოში“ სადებიუტო გოლი გაიტანა. ისე, "თელავს" მოგება შეეძლო, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ჯეფინიომ პენალტი ვერ გაიტანა.

„დინამო თბილისი“ 41 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო „თელავი“ 21 ქულით მეშვიდეა.

გორის „დილამ“ ანდრეი დემჩენკოს გარეშე პირველი მატჩი ქობულეთის „შუქურასთან“ 5:1 მოიგო. აჭარული გუნდი ღრმა კრიზისშია და ეს შედეგი გასაკვირი არაა, მიუხედავად იმისა, რომ „დილამ“ გუნდის ლიდერის, ტიერი გეილის გარეშეც ითამაშა. დუბლი შეასრულა მიკოლა კოვტალიუკმა, ხოლო თითოჯერ გაფრინდაშვილმა და ჟან ვიქტორმა იხეირეს. ერთი ბურთის ქობულეთელებმა საკუთარ კარში გაიტანეს.

„დილა“ 40 ქულით მეოთხეა, „შუქურას“ მხოლოდ 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა.

„დილა“ – „შუქურა“ 5:1 (3:0)

გოლები: 1:0 გაფრინდაშვილი (4), 2:0 ჟან ვიქტორი (9), 3:0 კვარაცხელია (35, ა.გ), 4:0 კოვტალიუკი (64), 4:1 გოგოლაშვილი (80), 5:1 კოვტალიუკი (86)

„თელავი“ – „დინამო თბილისი“ 2:2 (1:1)

გოლები: 1:0 დეზირე (20), 1:1 ხარაიშვილი (29, პენ), 2:1 რუხაძე (58), 2:2 სანგარე (82)

0.116016