კალათბურთი

19:06 | 25.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილი: "ერთი სული გვაქვს, რომ ვითამაშოთ და მაქსიმუმი გავაკეთოთ"

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ერთი სული აქვთ მოედანზე გავიდნენ და ითამაშონ.

„ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია, მოხარულები ვართ, რომ აქ თავის წარმოჩენის შესაძლებლობა გვაქვს. ყველა 1000%-ით დაიხარჯება და ერთმანეთს გვერდში დაუდგება. დიდი ხანია ვემზადებით, ყველამ იცის, რა მნიშვნელოვანი თამაშები გველის წინ და ერთი სული გვაქვს მოედანზე გავიდეთ და მაქსიმუმი გავაკეთოთ.

კაბო ვერდე კარგი გუნდია, თუმცა იმედიანად ყველა გუნდთან უნდა იყო. ვიცით, რომ ტავარეში ჰყავთ, რომელიც ძალიან მაგარი ცენტრია. აგრესიულ და ფიზიკურ კალათბურთს თამაშობენ, მაგრამ ჩემი აზრით, ძალიან კარგად ვართ მომზადებული“, - თქვა მამუკელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და კაბო ვერდეს შეხვედრა 26 აგვისტოს, თბილისის დროით 12:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119995