ფილიპინებისა და დომინიკის რესპუბლიკის შეხვედრას საკალათბურთო მსოფლიოს ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე მეტი გულშემატკივარ დაესწრო.
ფიბა იტყობინება, რომ მანილაში ამ შეხვედრას 38 115 გულშემატკივარი დაესწრო, რაც რეკორდია. შედეგად, გაუმჯობესდა 1994 წელს, ტორონტოში დაფიქსირებული რეკორდი, როდესაც აშშ-სა და რუსეთის მატჩს 32 616 გულშემატკივარი დაესწრო.
ამრიგად, ფილიპინებში საკალათბურთო მსოფლიოს ჩემპიონატის ისტორია გადაიწერა. აღსანიშნავია, რომ მანილას დარბაზი 46 ათასამდე ქომაგს იტევს, ასე რომ მომდევნო ტურებში შეიძლება ეს რეკორდი გაუმჯობესდეს.
დომინიკის რესპუბლიკასთან ფილიპინების ნაკრებს დიდმა მხარდაჭერამ ვერ უშველა, რადგან მასპინძლები 81:87 დამარცხდნენ.