ლონდონის „ჩელსის“ თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ შესაძლოა „რომაში“ გადავიდეს. იტალიური კლუბის წარმომადგენლები ლონდონში ჩავიდნენ, სადაც ტრანსფერზე იმუშავებენ.
ინგლისელები მზად არიან ბელგიელი იჯარით გაუშვან და „რომასაც“ მისი დამატება სწორედ ამ ფორმულით უნდა. „ჯალოროსი“ ტამი აბრაჰამის შემცვლელს ეძებს, რომელსაც მძიმე ტრავმა აქვს.
რომაელებმა სერდარ აზმუნი დაიმატეს, მაგრამ ჟოზე მოურინიოს კიდევ სურს ფორვარდის დამატება და ლუკაკუ აბრაჰამის იდეალურ შემცვლელად ესახება.
აღსანიშნავია, რომ ლუკაკუს დამატება ჯერ კიდე სურს ტურინის „იუვენტუსს“, რომელიც ბრძოლაში რჩება, თუმცა, იტალიური მედიის ცნობით, ამ ეტაპზე „რომას“ უფრო მეტი შანსი აქვს.