ფეხბურთი

13:23 | 25.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

საბა საზონოვმა 1-მილიონიან კონტრაქტზე უარი თქვა

მოსკოვის „დინამოს“ და საქართველოს ნაკრების მცველმა საბა საზონოვმა ათენის აეკ-ში გადასვლაზე უარი თქვა.

როგორც Legalbet-ი იტყობინება, 21 წლის ფეხბურთელს ბერძნული კლუბი 4-წლიან კონტრაქტს და სეზონში 1 მილიონ ევროს სთავაზობდა, მაგრამ საბამ ამ შეთავაზებაზე უარი თქვა. მიზეზი უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, საზონოვის მიზანი ტოპლიგის გუნდში მოხვედრაა.

საბა საზონოვს მოსკოვის „დინამოსთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ცნობილია, ქართველ ფეხბურთელს „უდინეზეც“ იწვევს, მანამდე „ლიონის“ შესახებ საუბრობდნენ. საქართველოს ნაკრებში საზონოვს 2 მატჩი აქვს ჩატარებული, ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე კი 4 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

0.135951