ფეხბურთი

23:44 | 24.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნეაპოლელი ჟურნალისტი: "კვარაცხელიაზე ბოლო დღეებში ცრუ ინფორმაცია ვრცელდება"

ნეაპოლელმა ჟურნალისტმა კარლო ალვინომ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასის გაზრდა არ მოუთხოვია და ბოლო დროს იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია მცდარია.

როგორც მან აღნიშნა, ხვიჩას გარემოცვასაც არ აქვს იტალიის მოქმედ ჩემპიონთან რაიმე სახის პრობლემა.

„კვარას შესახებ ყალბი ინფორმაციები ვრცელდება. გარკვეული რაოდენობის ხელფასის მოთხოვნაზე ინფორმაცია მცდარია, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს მოლაპარაკებები არც კი დაუწყიათ. სამაგიეროდ, სიმართლეა, რომ არსებობს ამ საკითხის განხილვის სურვილი, ასევე სიმართლეა ის, რომ ხვიჩას გარემოცვასა და „ნაპოლის“ შორის არავითარი პრობლემა არ არსებობს“, - თქვა ალვინომ.

შეგახსენებთ, იტალიური მედია ბოლო დღეები წერდა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ხელფასის 5 მილიონ ევრომდე მომატებას ითხოვდა. ქართველი ფეხბურთელი „ნაპოლიში“ ამჟამად მხოლოდ 1.2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

0.118032