ფეხბურთი

18:43 | 24.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

მანჩინი საუდის არაბეთის ნაკრებში 3 წლით იმუშავებს და 90 მილიონს მიიღებს

იტალიის ნაკრების ყოფილი თავკაცი რობერტო მანჩინი საუდის არაბეთის ნაკრებს ჩაიბარებს. ამის შესახებ Gazzetta Dello Sport-ი იტყობინება.

წყაროს თანახმად, ყველაფერი შეთანხმებულია და თუ მოვლენები არ შეიცვალა, მანჩინი საუდის არაბეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდება, რომელსაც 2026 წლის ბოლომდე ჩაიბარებს. რობერტოს წლიურ გასამრჯელო არაბეთში 30 მილიონი ევრო იქნება.

მოგეხსენებათ, რობერტო მანჩინიმ დაახლოებით 10 დღის წინ იტალიის ნაკრები თავისი ნებით დატოვა. მას კარიერის განმავლობაში „ფიორენტინაში“, „ლაციოში“, „ინტერში“, „მანჩესტერ სიტიში“, „გალათასარაისა“ და „ზენიტში“ აქვს ნამუშევარი.

0.116711