ფეხბურთი

14:24 | 24.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნის“ ნახევარმცველი, მუსიალა, ტრავმის გამო ორ-სამ კვირას გამოტოვებს

მიუნხენის „ბაიერნის" ნახევარმცველი, ჯამალ მუსიალა, ტრავმის გამო 2-3 კვირით ვერ დაეხმარება გუნდს - წერს გერმანული გამოცემა Bild.

წყაროს ცნობით, მუსიალას გამოჯანმრთელების დრო კუნთების დაძაბულობაზეა დამოკიდებული. სავარაუდოდ, ნახევარმცველი გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში სექტემბრის ამხანაგურ მატჩეში ვერ ითამაშებს.

20 წლის მუსიალამ ამ სეზონში „ბაიერნის“ მაისურით ორი მატჩის ჩატარება მოასწრო, გოლის გარეშე.

გერმანიის ნაკრების ამხანაგური მატჩები 9 და 12 სექტემბერს გაიმართება, შესაბამისად, იაპონიისა და საფრანგეთს წინააღმდეგ.. გერმანიის ნაკრებს ზედიზედ ოთხი მატჩი არ მოუგია.

მუსიალას კონტრაქტი „ბაიერნთან“ 2026 წლის ივნისამდე აკავშირებს.

0.112525