ფეხბურთი

10:07 | 24.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

პაულ ბრაიტნერი ნეიმარის შესახებ: „მადლობა საუდელებს ამ ბაცილის ყიდვისათვის“

„ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების ლეგენდარულმა ნახევარმცველმა, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა, პაულ ბრაიტნერმა, მადლობა გადაუხადა საუდურ „ალ-ჰილალს“ თავდამსხმელ ნეიმარის ყიდვისათვის.

„მადლობა ძვირფასო საუდელებო ბატონი ნეიმარის შეძენისთვის. მარცხენა ფლანგის ბაცილა მოგვშორდა. ის იყო ერთ-ერთი ყველაზე ზარმაცი ფეხბურთელი, რომელმაც დიდება მოიპოვა ბოლო 10 წლის განმავლობაში. თუ საუდელები ცდილობენ იმას, რაც ამერიკელებმა 70-იან წლებში გააკეთეს თავიანთი ოპერეტა ლიგით, ანუ ისინი ყიდულობენ მოთამაშეებს გიჟური რაოდენობის ფულით, დაე, გააგრძელონ ეს.“- ციტირებს ბრაიტნერის სიტყვებს Bayerischer Rundfunk.

შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულს ნეიმარი პსჟ-დან „ალ-ჰილალში“ გადავიდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთის კლუბში ბრაზილიელი თავდამსხმელის ხელფასი ორ წელიწადში 160 მილიონი ევრო იქნება.

მანამდე ნეიმარი პსჟ-ში, „ბარსელონასა“ და „სანტოსში“ თამაშობდა.

0.120643