ქართველი მცველი აკაკი გიუნაშვილი კარიერას „ფროზინონეში“ გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაცია ფოთის „კოლხეთმა“ ოფიციალურად გაავრცელა.
უცნობია დეტალები, მაგრამ მეგრული კლუბის საიტზე ეს ინფორმაცია უკვე დადასტურდა:
„ფოთის კოლხეთი 1913-ის ფეხბურთელი, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრი აკაკი გიუნაშვილი, ხვალ იტალიაში მიემგზავრება, სადაც უფასო იჯარის წესით სერია A-ს დებიუტანტ „ფროზინონეს“ რიგებში ჩაირიცხება“, - წერს „კოლხეთის“ ვებგვერდი.
თუმცა, დაზუსტებული არ არის, ის მთავარ გუნდს შეუერთდება თუ ახალგაზრდულს. სავარაუდოდ, უფრო ახალგაზრდულს, რადგან ჯერ მხოლოდ 18 წლისაა და საქართველოს ეროვნულ ლიგაში თამაშის გამოცდილებაც არ აქვს.