კალათბურთი

23:00 | 23.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძე: "რთული მატჩები იქნება, მაგრამ სამივეს მოგებაა შესაძლებელი"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრმა გოგა ბითაძემ მსოფლიოს ჩემპიონატის წინ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, მაქსიმალურად კარგ ფორმასთან ახლოსა, მუნდიალის ჯგუფში კი სამივე მატჩის მოგებაა შესაძლებელი, მიუხედავად, რთული მეტოქეებისა.

„ვფიქრობ, რომ ახლოს ვარ მაქსიმალურად კარგ ფორმასთან. მაქვს პატარ-პატარა ტრავმები, მაგრამ საკმარისი დრო მაქვს, რომ მივხედო სამედიცინო შტაბთან ერთად და მსოფლიოს ჩემპიონატს საუკეთესო ფორმაში შევხვდები და დარწმუნებული ვარ, ბიჭებიც ასე იქნებიან.

ჩემი აზრით, ჯგუფიდან გასვლა სავსებით შესაძლებელია, კაბო ვერდეც და ვენესუელაც კარგი გუნდებია, სწრაფ კალათბურთს თამაშობენ. სამივე მატჩი რთული იქნება, მაგრამ სამივეს მოგებაც არის შესაძლებელი, თუ გავაკეთებთ იმას, რასაც სამწვრთნელო შტაბი გვეუბნება“, - თქვა ბითაძემ

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველ მატჩს 26 აგვისტოს, კაბო ვერდეს შეხვდება, 28 აგვისტოს, სლოვენიას, ხოლო 30 აგვისტოს - ვენესუელას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113537